03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
ხელისუფლებამ წალკაში ეკომიგრანტების პრობლემების შესწავლა დაიწყო

ეკომიგრანტების პრობლემის შესწავლაში ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთნენ, - ამის შესახებ განცხადება ქვემო ქართლის ადმინისტრაციაში გაკეთდა. მათი განმარტებით, ადგილზე შექმნილ ვითარებას რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად დევნილთა სამიმისტროსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები სწავლობენ და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მიიღებენ.

როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი თენგიზ მურზაშვილი ამბობს, „ადგილზე იმყოფებიან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების და აჭარის მთავრობის წევრები, რათა კომპლექსურად შეისწავლონ ეს პრობლემა და შეძლებისდაგვარად, კანონის ფარგლებში დაეხმარონ სახელმწიფო აღნიშნულ მოქალაქეებს“.

შეგახსენებთ, რომ წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტები გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ. მათ დღეს პეტიცია შეიმუშავეს, რომელიც მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის სახელზე ჩააბარეს. მიმართვას ხელს აწერს 800-ზე მეტი ეკომიგრანტი. 3 ათასი ოჯახი მთავრობას საკითხის მოგვარებას და კომპენსაციის გადახდას სთხოვს, ამისთვის კი მთავრობას ორკვირიან ვადას აძლევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები