09 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ბორის ნემცოვის ანგარიშის დეტალები უკრაინის შესახებ გასაჯაროვდა

ნემცოვის სკანდალური ანგარიში უკრაინასთან დაკავშირებით გასაჯაროვდა. დოკუმენტის შინაარსი სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა. 

დოკუმენტის დეტალები "როიტერს" ნემცოვის თანამებრძოლმა ოლგა შორინამ მიაწოდა, რომელსაც ნემცოვმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ანგარიშის ზოგადი შინაარსი წერილობითი სახით გაანდო.

მისი თქმით, საქმე ეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ნემცოვის ინფორმაციით, მას ივანოვის მხარიდან ჯარისკაცები დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს.

მოკლული რუსი ოპოზიციონერის ანგარიში 98-ე გვარდიის ჯარისკაცებზე დაყრდნობით იყო შედგენილი, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ.

ბორის ნემცოვი გარდაცვლილი ჯარისკაცების მშობლებსაც ეკონტაქტებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები