19 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
მომავალ პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციის დატოვება მოუწევს - პრემიერმა დღეს ღია მინიშნება გააკეთა

საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას პრეზიდენტის ამჟამინდელ რეზიდენციაში ყოფნას, ორბელიანების სასახლეში ყოფნა ურჩევნია.

პრემიერის თქმით, მოქალაქეებს მინიმალური თანხა უნდა უჯდებოდეს სახელმწიფო სტრუქტურების შენახვა.

პრემიერმა დღეს მინიშნება გააკეთა, რომ ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მას ავლაბრის რეზიდენციის დატოვება მაინც მოუწევს, რადგან გადასახადი პრეზიდენტის შენახვა კოლოსალურ თანხებს არ უნდა შეადგენდეს.

„ჟურნალისტებისთვის ძალიან ნათლადაა ცნობილი ჩემი მიდგომა, გადასახადების გადამხდელებს რა უნდა უჯდებოდეს სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა. ასე რომ, მე მაქვს ეს პრინციპული პოზიცია ყველა შტოსთან მიმართებაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაშიც ვრცელდება ჩემი მიდგომა“, - განაცხადა პრემიერმა.

თუმცა, რა თანხა დაუჯდება გადამხდელებს ათონელის რეზიდენციის შენახვა, ამ საკითხზე საუბრისგან პრემიერთან ერთად თავი შეიკავა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

დღის ამბები