19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
მსგავსი საქციელი არის ძალიან საწყენი - გიორგი კანდელაკი მოჭიდავეების სკანდალურ ფოტოსესიას აფასებს

მოჭიდავეების სკანდალურ ფოტოსესიას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ოპოზიციური პარტიის წევრები აკრიტიკებენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ეროვნული ნაკრების წევრების ფოტოს, სადაც ისინი რუსეთის დროშის ფერიანი მაისურებით არიან.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ამ ქმედების მეგობრობით გამართლება.

„მსგავსი საქციელი არის ძალიან საწყენი იმიტომ, რომ როცა სასწორზე დევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი დევნილების დაბრუნების საკითხი. როცა საუბარია ადამიანზე, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც გამოდიოდა ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და ეთნიკური წმენდის მხარეს, ასე, რომ ვთქვათ, ამ ყველაფრის გამართლება პირადი მეგობრობით, შეუძლებელია და მიუღებელია,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

სოციალურ ქსელში ქართველი მოჭიდავეების რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით გადაღებული ფოტოები ვრცელდება, რომელზეც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თედეევია გამოსახული.

ქართველი და რუსი მოჭიდავეების ერთად გადაღებული ფოტოები, ინტერნეტში გავრცელდა. ამ ფაქტზე „კურიერთან“ განმარტებები მხოლოდ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გააკეთეს.

მათი მტკიცებით, ფოტოს გადაღება მეგობრული ჟესტი იყო და პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები