09 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
„კონფლიქტის ორივე მხარემ უნდა შეასრულოს მინსკში მიღწეული შეთანხმება,” - ვლადიმერ პუტინი

რუსეთისთვის დაკისრებული მოქმედი და სამომავლო სანქციები მინსკის შეთანხმების შესრულების ბოლომდე დარჩება ძალაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.

მისნკის შეთანხმების შესრულებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების ერთადერთ მიზეზად მიიჩნევს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰემონდიც. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იტალიაში ვიზიტისას კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინმაც.

„ჩვენ ვთანხმდებით იმ საკითხში, რომ კონფლიქტის ორივე მხარემ უნდა შეასრულოს 12 თებერვალს მინსკში მიღწეული შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ეს შექმნის გარემოს დაპირისპირების ხანგრძლივად და მშვიდობიანად დასრულებისითვის. რის შემდეგაც დაიწყება პირდაპირი დიალოგი კიევს, დონეცკსა და ლუგანსკს შორის. ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოების როლი იზრდება, განსაკუთრებით მათი, ვისაც გავლენა აქვს უკრაინის ხელისუფლებაზე,” - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

უკრაინის აღმოსავლეთში კი სროლა ისევ გრძელდება. სეპარატისტებმა გუშინ 20-მდე იერიში განახორციელეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები