19 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
"ზუსტად იმ ტატუნაშვილის უნდა მოგერიდოს და ამიტომ არ უნდა ჩაიცა ის დროშა"- თაკო ჩარკვიანი მოჭიდავეებს მიმართავს

"ზუსტად იმ ტატუნაშვილის უნდა მოგერიდოს და ამიტომ არ უნდა ჩაიცა ის დროშა,“ - ასე შეაფასა პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა ქართველი სპორტსმენების სკანდალურ ფოტოსესიას.

ის რუსეთისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებასაც გამოეხმაურა. ჩარკვიანის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება აქვს, ამიტომ ქვეყანაში ცვლილებების დროა.

„მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ჩვენს ხელისუფლებას მაინც თვალი უჭირავს რუსეთისკენ, უბრალოდ ხმამაღლა ვერ ამბობს, იმიტომ, რომ ხალხის დამოკიდებულება იციან მრავალგზის გამოკითხვით. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ სასწრაფოდ რაღაც უნდა შეიცვალოს ქვეყანა, რომ კონკურენციის რეჟიმში ვამყოფოთ დღევანდელი ხელისუფლება, ამუშავდება ოკუპაციის კანონიც,“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ფოტო, რომლის გამოც გულშემატკივრები მოჭიდავეებს დაუპირისპირდნენ, 4 თვის წინ დაღესტანში ევროპის ჩემპიონატზეა გადაღებული. მასზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელს რუსეთის დროშის ფერებიანი მაისური აცვიათ, რომელზეც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თედეევია გამოსახული.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები