19 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
დავით ბაქრაძე წყნეთში გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე წყნეთში გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

ადგილობრივები რთულ სოციალურ ვითარებაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, მათი ოჯახის წევრები საზღვარგარეთ სამუშაოდ არიან წასული და ერთადერთი შემოსავალი უცხოეთიდან მიღებული თანხაა.

პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბრისას მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ქვეყნის გარეთაც რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან  ცხოვრებისა და მუშაობის სტატუსის არქონა, სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

დავით ბაქრაძემ გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, საარჩევნო პროგრამის თანახმად შესაძლებელი იქნება ემიგრანტებისთვის ლეგალური სამსახური, სამედიცინო დახმარება და სოციალური პირობების გაუმჯობესება.

დღის ამბები