შეერთებული შტატების სენატმა დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის კავშირის არსებობა ვერ დაამტკიცა. განცხადება სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა "Associated Press"-თან ინტერვიუში გააკეთა.
რიჩარდ ბერის თქმით, უკვე 19 თვეა გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთსა და დონალდ ტრამპს შორის საიდუმლო შეთანხმება ან რაიმე შეთქმულება არსებობს, გამოძიებამ ვერ მოიპოვა.
მიუხედავად ამისა, სენატორს მიაჩნია, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს, რადგან მისი თქმით, პროცესის ნაადრევად შეწყვეტა ყველაზე ცუდი გამოსავალი იქნება. რიჩარდ ბერის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვისთანაც კომიტეტს შეკითხვები აქვს.