დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. პრეზიდენტობის კანდიდატი ბათუმში ჩავიდა და ბათუმის ბულვარში მხარდამჭერებს შეხვდა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდთან კონსულტაციებს მას შემდეგ დაიწყებს, როდესაც „ქართული ოცნება“ მის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მე დავიწყებ კონსულტაციებს, როცა მათი გადაწყვეტილება მიღებული იქნება. მე არ მინდა ჩავერიო იმ პროცესში, რომელიც მე არ მეკუთვნის. ეს არის სრულიად მათი გადასაწყვეტი. იციან მე როგორი კანდიდატი ვარ, როგორი პიროვნება, ვინ ვარ. ყველა კარგად მიცნობს ძალიან, თუნდაც პარლამენტიდან და ამიტომ ეს გადაწყვეტილება მათთვის მისაღები არის ჩემი ჩარევის გარეშე და როგორც კი მიღებული იქნება და თუ იქნა ეს დადებითი გადაწყვეტილება, შემდეგ აუცილებელი იქნება, რომ მქონდეს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.