დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერაზე კომენტარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გააკეთა.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღებენ, რაც გუნდი სალომე ზურაბიშვილის გეგმებს და ხედვებს გაეცნობიან.
"ცალსახა პოზიცია, დავუჭერთ თუ არა მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ვფიქრობ, ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება, როდესაც გუნდი მოისმენს მის ხედვებს, მიზნებს, გეგმებს გავეცნობით და გაცნობის შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული იქნება საერთო პოზიცია, სადაც უკვე გახდება ცნობილი, მხარს დავუჭერთ თუ არა დამოუკიდებელ კანდიდატს,“- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.