19 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
"განხილული იყო ის ცხელი წერტილები, სადაც დღესაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, საბედნიეროდ დღეს ეს აქ არ ხდება" - სუბარი მერკელი-პუტინის შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრას ეხმაურება, სადაც მხარეებს საქართველოს საკითხი არა განუხილავთ. 

სოზარ სუბარი ამბობს, ორი ლიდერს შორის შეხვედრაზე საუბარი  მიმდინარე ცხელ კონფლიქტს შეეხო. საქართველოს საკითხის არ განხილვა, სუბარის მტკიცებით, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოებას არ აინტერესებს.

სუბარი ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტსა და მის მნიშვნელობაზეც საურბობს

„საქართველოს საკითხი ყოველთვის დგას საერთაშორისო დღის წესრიგში და პირველ რიგში, როცა საერთაშორისო დღის წესრიგზე ვლაპარაკობთ პირველ რიგში აქ არის მთავარი პარტნიორები ეს არის აშშ, ევროკავშირი და გერმანია, რომელიც ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და ჩვენი მართლაც უძველესი მოკავშირე დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წუთიდან სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა გერმანიის კანცლერის ვიზიტი, რომელიც რამდენიმე დღეში შედგება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. რაც შეეხება შეხვედრას, რომელზეც თქვენ ბრძანეთ, განხილული იყო უშუალოდ ის ცხელი წერტილები სადაც დღესაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. საბედნიეროდ დღეს ეს აქ არ ხდება. თუმცა ქვეყნის დეოკუპაცია არტის უმთავრესი ამოცანა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორისთვის“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

გერმანიის კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ  საპარლამენტო უმრავლესობაშიც.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ეს ვიზიტი ცალსახა დასტურია იმისა, რომ საქართველოს გერმანია მხარს უჭერს.

დღის ამბები