ანგელა მერკელისა და პუტინის შეხვედრას, სადაც საქართველოს საკითხი არ განხილულა, განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.
საპარლამენტო უმრავლესობაში ყურადღებას მერკელის საქართველოში ვიზიტზე ამახვილებენ და აცხადებენ, რომ ანგელა მერკელის საქართველოსადმი მხარდაჭერას მისი ვიზიტიც ადასტურებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებას არასწორი საგარეო პოლიტიკა აქვს, რაც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.
"თუკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერებმა, ამ შემთხვევაში გერმანიის კანცლერმა რუსეთის ლიდერებთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხი არ დააყენეს, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხი და ჩვენი დევნილების დაბრუნების საკითხი, ასეთ შემთხვევაში ჩვენი ტკივილი, ჩვენი საკითხები ვერასდროს ვერ წაიწევს წინ.
ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მნიშვნელოვანი ილუსტრაცია, თუ რაოდენ არაკომპეტენტურია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, არის ის, რომ ამ წლების განმავლობაში სულ უფრო ნაკლებად გვესმის, რომ დასავლეთისა და რუსეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხი თითქმის, საერთოდ აღარ ფიგურირებს.
სწორედ ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ გერმანიის კანცლერის მომავალი ვიზიტის ერთ-ერთი მთავრი თემა იყოს, რომ საქართველოს საკითხი დაბრუნდეს დასავლეთ რუსეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანი გიორგი კანდელაკი.