19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
სოზარ სუბარმა მცხეთა-მთიანეთის ახალი რწმუნებული თანამშრომლებს გააცნო

მცხეთა-მთიანეთის ახალი რწმუნებული, შალვა კერესელიძე თანამშრომლებს რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა წარუდგინა.

სუბარის თქმით, კერესელიძე კარგად იცნობს თითოეული სოფლის პრობლემას და მას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ განავითაროს მცხეთა-მთიანეთი.

ახალმა გუბერნატორმა რეგიონში დევნილების საჭიროებებზე ისაუბრა და მათ დასაქმების პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

„მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დიდი ნაწილი მაღალმთიან რეგიონს მიეკუთვნება. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ხედვა გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მაღალმთიან მოსახლეობას. უნდა შემუშავდეს სპეციალური მიზნობრივი პროგრამები, რაც მისცემს შესაძლებლობას,  მაღალმთიან სოფლებში ხალხმა წარმატებულად და ღირსეულად იცხოვროს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები