"ნაციონალური მოძრაობა" გერმანიის კანცლერის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრას ეხმაურება, სადაც საქართველოს საკითხი არ განხილულა.
არსებული ინფორმაციით, მსჯელობის მთავარი თემა ორი ქვეყნის ლიდერს შორის უკრაინის კრიზისი იყო.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მომხდარი მმართველი გუნდის არასწორი საგარეო პოლიტიკის შედეგია. ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" არასწორი საგარეო პოლიტიკით ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვნად აზარალებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს პარტნიორები რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოს საკითხს გვერდს უვლიან.
"არამხოლოდ მერკელი-პუტინის შეხვედრაზე, ასევე პუტინი-ტრამპის შეხვედრაზე საქართველოზე საუბარი რომ არ დგება არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს.
ამ პოლიტიკის მიზანი არის ის, რომ საქართველო ფაქტიურად არ იყოს დღის წესრიგში“- აცხადებს სალომე სამადაშვილი.