ამ დრომდე უცნობია დაუჭერს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს. მმართველი გუნდი ფიქრს სექტემბრამდე აპირებს.
თუმცა არაა გამორიცხული, რომ პარტიამ საკუთარი კანდიდატიც დააყენოს. ერთ-ერთ ასეთ სავარაუდო კანდიდატად კი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე სახელდება. განიხილება თუ რა საპრეზიდენტო კანდიდატად აბაშიძე, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, როდესაც იგი თბილისში დაბრუნდება.