19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძის შეხვედრები გურიაში - პრეზიდენტობის კანდიდატი ფაროსანასგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობასთან შესახვედრად გურიაში ჩავიდა. გრიგოლ ვაშაძის პირველი შეხვედრა ადგილობრივებთან ოზურგეთის აგრარულ ბაზარში შედგა. წელს გურულების მთავარი პრობლემა მავნებელი მწერი ფაროსანა და მისგან განადგურებული მოსავალია.

გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერებმა დღეს გურიის კიდევ რამდენიმე სოფელში იმყოფებოდნენ.

საპრეზიდენტო კანდიდატთან საუბრისას გლეხები ხელისუფლებას შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო აკრიტიკებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები კი რეგიონებში შექმნილი ვითარების გამოსწორების ერთადერთ გზას ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაში ხედავენ. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გლეხებს დახმარებასა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.

გურიაში ვიზიტის ბოლოს პრეზიდენტობის კანდიდატი 2008 წლის ომის მონაწილე ჯარისკაცს ესტუმრა. მეოთხე ბრიგადის ყოფილი ჯარისკაცი რუსლან გოგოლაძეს ჯანდაცვის სამინისტომ მკურნალობის დაფინანსებაზე უარი უთხრა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფერო რეფორმების განხორცილებას საჭიროებს და თუ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს ორივე მიმართულებით დაიწყებს მუშაობას.

ავტორი:ლადო მენაბდე.

დღის ამბები