09 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
საქართველოს და უკრაინის რეგიონული განვითარების სამინისტროების მაღალჩინოსნების შეხვედრა კიევში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, კიევში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის რეგიონული განვითარების, მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ვიაჩესლავ ნეგოდას შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ასევე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებებით ორი ქვეყნის უწყებებს საერთო ხედვა და ინტერესები აქვთ.

თენგიზ შერგელაშვილი და ვიაჩესლავ ნეგოდა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.

უკრაინის რეგიონული განვითარების, მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ქართველ კოლეგას რთულ მდგომარეობაში მყოფი მისი ქვეყნის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროებს შორის დაწყებული თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე ქვეყნის განვითარების, ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის, ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობის შემდგომი განმტკიცებისათვის.

დღის ამბები