ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს ქუთაისში შეხვდა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ხალხი და არა კაბინეტის პრეზიდენტი. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ ცვლილებები მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს.
„მოსახლეობას აწუხებს ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის, უმუშევრობა. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე გასულია საქართველოდან და იძულებულია, რომ სხვა ქვეყანაში იმუშაოს და ამით შეინახოს ოჯახი. ამ ყველაფერს სჭირდება მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები,“ - აცხადებს ბაქრაძე.