19 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
მურთაზ ზოდელავამ, ზუგდიდში უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი მოინახულა

ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს რეგიონის ხელმძღვანელმა მურთაზ ზოდელავამ ბანკისთვის სესხის გადაუხდელობის გამო უსახლკაროდ დარჩენილი გიორგი კიკავას ოჯახი მოინახულა. ზოდელავა მხარეებს შორის გაფორმებულ საკრედიტო-ხელშეკრულებებს გაეცნო.

ზოდელავამ ოჯახს დაზარალებულთათვის მიხეილ სააკაშვილის პროგრამის საგარანტიო სერთიფიკატი გადასცა.

ოჯახი ოთხ მცირეწლოვან ობოლს ზრდის და მათ სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ. მურთაზ ზოდელავა, საბანკო მაფიას აღვირახსნილობაში ადანაშაულებს.

„საბანკო მაფია ფაქტიურად მიშვებულია და აღვირახსნილია, ყოველგვარი ინდივიდუალური შემოთავაზების გარეშე, პირდაპირ საეჭვო მანიპულაციის გათვალისწინებით, სახლი რომელშიც ეს ადამიანები დაიბადნენ გაიზარდნენ ფაქტიურად ქუჩაში დატოვეს,“-განაცხადა ზოდელავამ.   

დღის ამბები