გაერთიანებული ოპოზიციის - "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ლანჩხუთში სოფელ ღრმაღელეში ჩავიდნენ.
ადგილობრივები განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" შეუსრულებელი დაპირებების გამო ისინი თავს მოტყუებულად გრძნობენ.
მათი თქმით, ხელისუფლება საბიუჯეტო რესურსებს პირადი გამდიდრებისთვის იყენებს და არა მოქალაქეების დასახმარებლად.
ადგილობრივები ამბობენ, რომ აზიურმა ფაროსანამ მოსავალი გაანადგურა, თუმცა ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ბიუროკრატიული ხარჯები მილიარდ ნახევრით შემცირდება, დაზოგილი თანხები კი მოქალაქეების სოციალურ საჭიროებებს მოხმარდება.
„ერთმა მოქალაქემ, შესანიშნავი ფრაზა მითხრა, ყველა აგინებს 90-იან წლებსო და უკეთესად ვცხოვრობდით ვიდრე დღეს ვცხოვრობთო, ვერ წარმოიდგენს დღევანდელი ხელისუფლება კაბინეტში ჩაკეტილი საქართველოს მთავრობა, რა დღეშია საქართველოს მოქალაქე და რას ფიქრობს დღევანდელ ხელისუფლებაზე,"-განაცხადა ვაშაძემ.