”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს ეხმაურება.
უდუმაშვილი ფიქრობს, რომ გოგაშვილის გადადგომა სწორედ იმ საქმეებს უკავშირება, რომელმაც სუს-ის უფროსის მოადგილე არაერთხელ გახვია სკანდალში. თუმცა უდუმაშვილის ფიქრობს, რომ მხოლოდ გოგაშვილის გადადგომა საკმარისი არ არის.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, აუცილებლად უნდა დადგეს იოსებ გოგაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
„გოგაშვილი არის "ქართული ოცნების" სიმბოლო და სახე. ანუ ადამიანი,რომელიც სოციალურად დაუცველის სტატუსიდან გახდა ოფიციალური მილიონერი და ეს გახდა სახელმწიფო სამსახურში.
გოგაშვილის სახელს დღეს უკავშირდება არაერთი სკანდალი და პირდაპირი დანაშაული, ასე რომ გოგაშვილის გათავისუფლება არ არის საკმარისი. ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება ამ ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.