09 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
თურქეთში ტაჯიკეთის ოპოზიციის ლიდერი მოკლეს

თურქეთში ტაჯიკეთის ოპოზიციის ლიდერი მოკლეს. უმარალი კუვატოვს თავს სტამბოლში დაესხნენ.

ის ცოლ-შვილთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა და სადილის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო. ამის გამო ოპოზიციონერი შენობიდან გავიდა და მას სწორედ ამ დროს ესროლეს.

კუვატოვი, რომელიც ღიად აკრიტიკებდა ტაჯიკეთის ლიდერს, ადგილზე დაიღუპა. სტამბოლის კლინიკაში აღმოჩნდნენ მისი მოწამლული მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილიც.

ოპოზიციონერის მკვლელობას თურქეთის სპეცსამსახური და ანტიტერორისტული დეპარტამენტი იძიებენ.

დღის ამბები