გურიის ახალი გუბერნატორი მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას შეხვდა. ზურაბ ნასარაია დღეს გუბერნიაში პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. მან საკადრო ცვლილებების შესახებ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას თანამშრომლებზე დაკვირვების შემდეგ მიიღებს.
„ის სამომავლოდ გასაკეთებელი ღონისძიებები, რომლებიც უკვე გეგმებში არის და გურიის განვითარების მოკლევადიან სტრატეგიულ გეგმაში არის ასახული, მინდა, რომ დაჩქარებულ ტემპში განხორციელდეს. მქონდა შეხვედრა გუშინ პრემიერთან და მივიღეთ დავალებები შესაბამისი, რომელიც არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი და გასაკეთებელი,“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
საქართველოს პრემიერმა 7 რეგიონის ახალი გუბერნატორები დაასახელა. ახალი რწმუნებულები მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.