09 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარ მოწმეს ემუქრებიან

უკრაინის ხელისუფლებამ ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარ მოწმეს ანა დურიცკაიას სახელმწიფო დაცვა მიუჩინა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინელმა ფოტომოდელმა სამართალდამცველ ორგანოებს დახმარების თხოვნით მიმართა და განაცხადა, რომ მას უცნობი პირი ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით უკრაინის პროკურატურამ საქმეც აღძრა.

23 წლის დურიცკაია მოსკოვში 27 თებერვალს ბორის ნემცოვზე თავდასხმისას ოპოზიციის ლიდერის გვერდით იმყოფებოდა. ის კიევში სამდღიანი დაკითხვის შემდეგ დაბრუნდა.

დღის ამბები