19 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
„ივანიშვილი არის პანიკაში. ისტერიულად, ნაჩქარევად ეძებეს ვინმე კანდიდატს" - მიხეილ სააკაშვილი

„ივანიშვილი არის პანიკაში. ისტერიულად, ნაჩქარევად ეძებეს ვინმე კანდიდატს. ეს აჩვენებს, რომ არის დაბნეული, კუთხეში მიმწყვდეული,“ - ამის შესახებ კურიერის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით განაცხადა .

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, დამოუკიდებელი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის, სკანდალური განცხადებებისა და მის გარშემო განვითარებული პროცესების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ჩიხში შევიდა და ახალ კანდიდატურას ეძებს.

სააკაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილს საპრეზიდენტო მარათონში ჩართვაზე უარი პარტნიორებმა უთხრეს, რის შემდეგაც აქცენტი სალომე ზურაბიშვილზე გადაიტანა.

„ივანიშვილი ამ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებდა. მას აუხსნეს უცხოეთის ელჩებმა, რომ არ იყო კარგი იდეა ივანიშვილის კენჭისყრა, მისი ინტერესებიდან გამომდინარე. შემდეგ დააყენა სალომე ზურაბიშვილი იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით სცადა საფრანგეთში თავისი იურიდიული პრობლემების მოგვარება. თვითონაც ხვდებიან, რომ არანაირი შანსი და პერსპექტივა არა აქვს. აქედან გამომდინარე, ისტერიულად ეძებენ ახალ კანდიდატს, შესთავაზეს ხან ვის, ხან ვის. მაგალითად, ზურა აბაშიძეს შესთავაზეს იმიტომ, რომ კარასინის კუთხით ესეც რუსეთისთვის მისაღები კანდიდატურაა. ისტერიულად ეძებენ ახალ კანდიდატს. სალომეზე, პრაქტიკულად, ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდა, უარის თქმა უხდება იმიტომ, რომ ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა. ამიტომ ლაპარაკი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ხალხი, მაინც გაჰყავთ და ა.შ., ეს არის ტყუილი. სალომეს მაგალითი აჩვენებს, როცა საზოგადოება დგება მაგრად, პრაქტიკულად, ყველა მათ კანდიდატურას ეკეტება გზა,“ -  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები