20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე კახეთში წინასაარჩევნო ტურნეს აგრძელებს

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კახეთში სეტყვისაგან დაზარალებულ მევენახებს შეხვდა.

სეტყვის შედეგად 6 სოფელში ასობით ჰექტარზე მეტი ვენახია განადგურებული.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარმა არ იმუშავა.  ზარალი ამ დრომდე დათვლილი არ არის, ხელისუფლება კი მის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს.  მევენახეები ამბობენ, რომ კრედიტების გადახდა გაუჭირდებათ.

„გასათავისუფლებლები არიან გლეხები მიწის გადასახადებისაგან, გადასავადებელია კრედიტები და გასაცემია კომპენსაცია. 2012 წელს, როდესაც სეტყვამ ათასობით ადამიანის ვენახი გაანადგურა, მოვახერხეთ ის, რომ 1500 ლარამდე კომოპენსაცია გავეცით. ისინი, ვინც ეხლა ხელისუფლებაში არიან, იძახდნენ, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ნახავთ, რა ზომის კომპენსაციას გავცემთო.  აი, ეს არის მოქალაქის მოტყუება,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები