20 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ამას ამდენი ხანი დასჭირდა - ლევან თარხნიშვილი ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში სარჩელის გაგზავნას აფასებს

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგებლები სარჩელის გაგზავნას მიესალმებიან, თუმცა ამავე დროს, ხელისუფლების მხრიდან პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობენ და მთავრობისგან მკაცრ ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ.

პოლიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ სტრასბურგის სასამართლო დაადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით არის მოკლული.

„ტატუნაშვილის ტრაგედია იყო აღმაშფოთებელი და ჩვენ ყველანი შეძრულები ვიყავით ამ ტრაგედიით. ჩვენ მოვუწოდებდით სახელმწიფოს, რომ გადაედგას ადეკვატური და სწრაფი ნაბიჯები. მივესალმებით იმას, რომ საბოლოო ჯამში გაიგზავნა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. სამწუხაროა, რომ ამას ამდენი ხანი დასჭირდა. ჩვენ იმედს ვიქონიებთ, რომ სახელმწიფო ამჟამად უფრო კომპეტენტურად იმუშავა და უფრო კარგად შეასრულა სამუშაო, ვიდრე თუნდაც, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შედგენის დროს, რომელშიც იყვნენ გარდაცვლილები და არ იყვნენ რეალური ოკუპანტები და რეალური დამნაშავეები. ამიტომ სტრასბურგის სასამართლოსგან მოლოდინი დიდი გვაქვს, რომ ის იქნება კომპეტენტური და ობიექტური, როგორც ხშირ შემთხვევაში,“- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.

დღის ამბები