20 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
„ქართული ოცნების“ თავის ტკივილი - ანალიტიკოსები სალომე ზურაბიშვილისა და მმართველი გუნდის ურთიერთობას აფასებენ

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საჯარო მხარდაჭერას ჯერ ისევ ელოდება. პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადების შემდეგაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს ისევ ბიძინა ივანიშვილის და მმართველი პარტიის იმედი აქვს.

სალომე ზურაბიშვილის ოპტიმიზმს უკვე მეორე დღეა, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები ეჭვქვეშ აყენებს. პრემიერის შემდეგ კახა კალაძემაც დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციებს არ წყვეტს და დამოუკიდებელი კანდიდატის მოქმედებასაც ყურადღებით აკვირდება.

პოლიტოლოგების შეფასებით, არასტაბილური და აგრესიული პოლიტიკოსის მხარდაჭერით, მმართველი პარტიის პოლიტიკური კრახი გარდაუვალია.

ანალიტიკოსების აზრით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის დაყენება ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი პოლიტიკური ხრიკია. ექსპერტების განმარტებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს პრეზიდენტობა თავად სურს, მაგრამ იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მის სურვილს მხარს არ უჭერს, ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს საკუთარი თავის ბოლომდე გამომჟღავნების საშუალებას მისცემს, რაც გუნდის და მოსახლეობის მხარდაჭერას სრულად დააკარგინებს.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ორი კვირის წინ გააკეთა, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატმა უკვე არაერთი სკანდალური მოსაზრება გააჟღერა.  

 

დღის ამბები