ანგელა მერკელს მთავრობის ადმინისტრაციაში მამუკა ბახტაძე დახვდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
გერმანიის კანცლერი და საქართველოს პრემიერმინისტრს პირისპირ შეხვედრას მართავენ.
მინისტრები, რომლებიც გერმანიის კანცლერთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრას დაესწრებიან, უკვე მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან.
ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს მთავრობის წევრები ეხმაურებიან.
განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის, თქმით, დიდი ხანია, საქართველო განათლების სფეროში გერმანიასთან თანამშრომლობს დ ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ პროექტები კიდევ უფრო განმტკიცდეს და გაძლიერდეს. ბატიაშვილის განცხადებით, იგეგმება მნიშვნელოვანი თანამშრომლობა პროფესიული სასწავლებლების განვითრების კუთხით.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი, აცხადებს, რომ გერმანის კანცლერს საქართველოში ჩამოჰყვა დოიჩე ბანკის ხელმძღვანელი, რაც არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ გერმანიის მცრიდან საქართველოში სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება.