„გახდება თუ არა ეს ვიზიტი გარდამტეხი, ახლი ფურცლის ჩამწერი, ეს დამოკიდებულები იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე,“ - ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ, გერმანიის კანცლერის საქართველოში ჩამოსვლაზე განაცხადა.
მან ანგელა მერკელის ვიზიტი მნიშვნელოვნად შეაფასა.
ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ შეხვედრაზე ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ოკუპაციაზე უნდა გააკეთოს აქცენტი.
ხვალ ანგელა მერკელი ოპოზიციას შეხვდება. საპარლამენტო უმცირესობა აპირებს, რომ სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ისაუბროს საქართველოს მოქალაქეებზე შრომითი საემიგრაციო კვოტების გამოყოფასთან დაკავშირებით.
„აუცილებელია კონკრეტული თხოვნების გაჟღერება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ამასაც გავაჟღერებთ, რომ გერმანიის მხრიდან რუსეთის სანქცირება ჩვენთან არსებული დარღვევბის გამო, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლებას წარმოედგინება,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.