გერმანიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართულ-გერმანული ბიზნესშეხვედრები. პირველი შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმართება.
შეხვედრაზე განიხილავენ დაწყებულ მოლაპარაკებებს საქართველოს რკინიგზასა და დოიჩე ბანკს შორის. ასევე იმსჯელებენ მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე.
გერმანული დელეგაციის შემადგენლობაში, მთავრობის წარმომადგენლების გარდა, ცნობილი ბიზნესკომპანიების პირველი პირებიც არიან.
ხვალ გერმანიის ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც აჭარის სოფლების წყალმომარაგებისთვის შეღავათიან სესხსა და გრანტს ითვალისწინებს.