19 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
გერმანიის სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 2018 წელს - პაატა გაფრინდაშვილი

„ფაქტია, რომ გერმანიის კანცლერის ვიზიტი აგვისტოში ომის 10 წლის თავს ემთხვევა,“ - ეს განცხადება საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა, გააკეთა.

გაფრინდაშვილმა გერმანიის კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციამ და უმრავლესობამ შეხვედრების დროს სიცხადით უნდა ისაუბრონ საქართველოს ინტერესების საკითხებზე. 

„მე შეიძლება, არ მქონდეს ისეთი ოპტიმისტური მოლოდინი ნატოსთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ოპოზიციის, რომ საკმაოდ სიცხადით ისაუბროს ჩვენთვის ფუნდამენტური ინტერესების საკითხებზე. ერთ რამეს მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ბუნებრივია, გერმანია გახლავთ ყველაზე გავლენიანი ქვეყანა, ის ჰეგემონია ევროპის კონტინენტზე, თუ გნებავთ, გერმანია გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატებია ევროპის კონტინენტზე და შესაბამისად, ამ სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 2018 წელს და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ის ისტორიულია,“ - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

პაატა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა, რომ გერმანიის საგარეო პოლიტიკა რუსეთის პრიზმიდან გამომდინარე არ უნდა იყოს, არამედ გერმანიას გააჩნდეს საქართველოსთან მიმართებაში დამოუკიდებელი პოლიტიკა, რაც, მისი თქმით, დიდწილად გერმანიას ეს არ გააჩნია.

დღის ამბები