„10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“ - ამის შესახებ ანგელა მერკელმა მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან გერმანულ-ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა. გერმანიის კანცლერმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ პროგრესზე. მერკელის შეფასებით, საქართველო სწორ ეკონომიკურ გზას ადგას.
„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები სტუმრად, ბოლოს ვიყავი 10 წლის წინ. მაშინ ცელი მოეწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მაშინ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა. 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენ წვლილს შევიტანთ,“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერმინისტრის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.