09 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
რიგაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან

რიგაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან.

ლიდერები უკრაინის კრიზისისა და რუსეთთან ურთიერთობების გარდა, მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადების საკითხზეც იმსჯელებენ.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ევროკავშირი პრაქტიკულ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებმაც ორგანიზაციასთან ასოცირების ხელშეკრულებები გააფორმეს.

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ეს შეხვედრა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

"დღეს გავაგრძელებთ რიგის სამიტისთვის მზადების პროცესს. ევროკავშირისთვის და ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ უკრაინის კრიზისზე და მინსკის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე," -განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ. 

 

 

დღის ამბები