19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
არ უნდა მოხდეს ამასთან შეგუება, რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის - ანგელა მერკელი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბრობს

გერმანიის კანცლერმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მერკელის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა იცის, როგორი დამოკიდებულება აქვს გერმანიას საქართველოს ტერიტორიების ოკუაპაციასთან მიმართებაში. მისივე თქმით, საქართველოს საკითხი უკრაინის კონტექსტში მოიაზრება.

"მე ხვალ მექნება შესაძლებლობა, მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, სადაც ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის, უკრაინაზე მე მას ვესაუბრები, ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა, არ უნდა მოხდეს სიტუაციასთან შეგუება. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე," - განაცხადა კანცლერმა.

ეს განცხადება ანგელა მერკელმა ქართველი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა გერმანიის კანცლერს ჰკითხა, იყო თუ არა ნახსენები საქართველო პუტინთან შეხვედრისას.

პრესკონფერენციაზე კითხვის დასმის საშუალება ქართული ტელევიზიებიდან მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს  მიეცა. 

 

დღის ამბები