„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას,“ - ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მერკელის განცხადებით, მისი საქართველოში ვიზიტის დროს, ქართულ მხარესთან ორ შეთანხმებას მოეწერება ხელი.
„ჩემი ვიზიტის დროს ორ შეთანხმებას მოეწერება ხელი. ეს, დაახლოებით 193 მილიონ ევროს ეხება. მაგალითად, გაზის საცავის, ასევე წყლის მომარაგების და კანალიზაციის სისტემებისათვის გამოიყოფა ეს ფული. ასევე, ევროკავშირთან საქართველოს აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ საქართველოსთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაში, ასევე ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს და გერმანიას ორგანიზებული დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში და ძალიან კარგი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა სფეროებში შეგვიძლია თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს შორის იყოს ურთიერთობა და ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრები და ის ხალხი, ვინც ეკონომიკაზეა პასუხისმგებელი, რომ ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკაში უფრო ინტენსიური გავხადოთ, რომ გავცვალოთ გამოცდილებები. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას. ეკონომიკურ ზრდა ნამდვილად სახეზეა,“ - აღნიშნა ანგელა მერკელმა.