19 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
"ჩვენ გვწამს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი" - მამუკა ბახტაძე

"ჩვენ გვწამს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ანგელა მერკელთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ მხლოდ მშვიდობაზე ორიენტირებული. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მიზანს მივაღწევთ, მაგრამ არ გვაქვს ილუზია, ჩვენ ვიცით, რომ კიდევ არის ბევრი გასაკეთებელი. ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. გავაგრძელებთ იმ რეფორმების აქტიურ დანერგვას, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროპასთან,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები