19 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
„ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი" - მამუკა ბახტაძე

„ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ვიზალიბერალიზაცია გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც ვუფრთხილდებით," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ანგელა მერკელთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, გერმანიისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს ეფექტური კოორდინაცია აქვთ.

„თუ ჩვენ შევადარებთ იანვრის სტატისტიკას ზაფხულის თვეებთან, ვნახავთ, რომ მთხოვნელთა რაოდენობა შემცირებულია, დაახლოებით, 70%-ით. ეს არის ძალიან კარგი პროგრესი. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომ არავინ ისარგებლოს ბოროტად ამ ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარით, რომელიც მთელ ქართველ ხალხს ეკუთვნის,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები