19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
"ჩვენი არჩევანი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი" - პრემიერი

საქართველოს პრემიერის განცხადებით, საქართველო აუცილებლად მიაღწევს ისტორიულ მიზანს და ის გახდება ევროკავშირის წევრი.

როგორც პრემიერმა ანგელა მერკელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, საქართველოს სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ატარებს რეფორმებს.

"ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო აქტიურები, რომ გავატაროთ რეფორმა, ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს. სწორედ ამიტომ ჩვენ ასეთ დიდ როლს ვანიჭებთ ჩვენს ეკონომიკურ რეფორმებსა და რეფორმებს განათლების სექტორში, სადაც გერმანია ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიკეთებს. ჩვენ ვმუშაობთ დიდ პროექტზე, რაც არის საგზაო რუკა, სადაც გვექნება კონკრეტული ორიენტირები რომლისკენაც მივისწრაფვით.

"ჩვენ არ გვაქვს ილუზია, ამ გზაზე იქნება ბევრი გამოწვევა, მაგრამ ამ გამოწვევებს გადავლახავთ ჩვენი მეგობრების დახმარებით და შევძლებთ იმ ისტორიული მიზნის მიღწევას, რომელსაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ.

"ჩვენი არჩევანი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი და ეს არ უკავშირდება ვინმეს წინააღმდეგ სვლის მცდელობას, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ჩვენ ვართ ამ ოჯახის ნაწილი," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები