19 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
"სიტყვა "ოკუპაციას" თუ მაინცდამაინც არ გამოვეკიდებით, მგონია, რომ შინაარსი ცალსახაა" - ცქიტიშვილი მერკელის განცხადებაზე

„ძალიან მკაფიო იყო განცხადებები, რომელიც ქალბატონმა მერკელმა გააკეთა. ის, რომ ის მოცემულობა, რომელიც არის, არის უსამართლობა,“ - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ანგელა მერკელის მიერ პრესკონფერენციაზე რუსეთთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება.   

ცქიტიშვილის თქმით, მერკელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ის მერკელის მიერ სიტყვა "ოკუპაციის" არხსენებასაც გამოეხმაურა.

„მან ამ კონკრეტულ შემთხვევას დაარქვა "უსამართლობა", რომელიც უნდა შეიცვალოს. მათ პოლიტიკურ ლექსიკაში ეს სიტყვა დამკვიდრდება თუ არა, ცალკე საკითხია, კითხვა გერმანულ მხარესთანაა. სიტყვა "ოკუპაციას" თუ მაინცდამაინც არ გამოვეკიდებით, მგონია, რომ შინაარსი ცალსახაა და იმას გულისხმობს, რასაც ჩვენ ოკუპაციაში ვგულისხმობთ,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანგელა მერკელს დღეს სიტყვა "ოკუპაცია" არ უხსენებია, ასევე არ აღუნიშნავს საქართველოს ინტეგრაცია ევროკაშირსა და ნატო-ში.

ამავე თემაზე
დღის ამბები