19 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ქართულ-გერმანული დელეგაციების პირველი ბიზნესშეხვედრა დასრულდა

ქართულ-გერმანული დელეგაციების პირველი ბიზნესშეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასრულდა. დისკუსიას ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის გაცხადებით, ბიზნესექტორი დაინტრესებულია საქართველოში ინვსტირების პოტენციალით.

ტომას ბარაიბის თქმით, გერმანია ასევე დაინტერესებულია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციითაც.

გერმანული დელეგაციის შემადგენლობაში, მთავრობის წარმომადგენლების გარდა, ცნობილი ბიზნესკომპანიების პირველი პირებიც არიან.

ხვალ გერმანიის ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც აჭარის სოფლების წყალმომარაგებისთვის შეღავათიან სესხსა და გრანტს ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები