19 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
"გერმანია იყო საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერი მრავალი წლის განმავლობაში" - გიორგი მარგველაშვილი

გერმანიის კანცლერი ამ წუთებში შეხვედრაზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტთან. გიორგი მარგველაშვილმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„ქალბატონო კანცლერი, დელეგაციის წევრებო, ნება მომეცით, გამოვხატო, თუ რაოდენ მოხარულები ვართ ჩვენი გერმანელი მეგობრების ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტით. გერმანია იყო საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერი მრავალი წლის განმავლობაში. ვიტყოდი, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე გერმანელებმა ითავეს ლიდერობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მხარდაჭერისათვის. ამავდროულად, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ მომავალზე და ჩვენს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, გვახსოვს, რომ გერმანია გაყოფილი იყო და ის გახდა ერთიანი ძლიერი ერი, ევროპული პროცესების ლიდერი და ხედვის განმსაზღვრელი. ჩვენ ვიმედოვნებთ საქართველოსათვის იგივე მომავალს და ვიცით, რომ გვყავს საუკეთესო მეგობრები გერმანიის სახით ამ გზაზე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამ შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი მეომრების მემორიალს გვირგვინით შეამკობს. დღის ბოლოს კი მის პატივსაცემად ფუნიკულიორზე ვახშამი გაიმართება.

დღის ამბები