საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ანგელა მერკელი "დიდ უსამართლობას" უწოდებს. ეს იყო ყველაზე მკაცრი სიტყვები, რომლებიც გერმანიის კანცლერმა რუსეთთან და ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ კონტექსტში გამოიყენა.
სიტყვა "ოკუპაცია" არ უხსენებია, მაგრამ თქვა, რომ რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან ჯერ კიდევ 2008 წელს მოსთხოვა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დღესაც მხარს უჭერს და გერმანია ყველაფერს გააკეთებს ამ კონფლიქტის გადასაჭრელად.
გაირკვა, რომ პუტინთან შეხვედრაზე საქართველოზე არ უსაუბრიათ, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მისი პოზიცია პუტინმა ისედაც იცის. ის, რასაც ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს 20%-ის ოკუპაცია და მცოცავი ანექსია ჰქვია, უსამართლობაა გერმანიის კანცლერისთვის, რომელსაც არ უნდა შეეგუონ.
ისაუბრეს თუ არა დახურულ კარს მიღმა პრემიერთან პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრაზე კონფლიქტის მოგვარებას კონკრეტულ მექანიზმებზე, უცნობია. თუმცა, მამუკა ბახტაძემ დღეს თქვა, რომ კონფლიქტების მოგვარება, პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, შესაძლებელია.
მერკელმა ისევ კონკრეტიკის გარეშე დატოვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივა.
ანგელა მერკელმა თქვა, რომ საქართველო სწორი ეკონომიკური გზით ვითარდება და, რომ მისი ვიზიტის შედეგად ხელი ორ შეთანხმებას ეწერება, რომლის შემდეგაც გამოყოფილი 200 მილიონამდე ევრო გაზის საცავის, სარწყავი წლისა და კანალიზაციის სისტემისთვის გამოიყოფა.