გიორგი მარგველაშვილის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა დასრულდა. მარგველაშვილმა მერკელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის სასახლეში დახურული შეხვედრიდან გამოსულმა უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ანგელა მერკელმა რამდენჯერმე გამოიყენა სიტყვა "ოკუპაცია" და კრემლი გააკრიტიკა.
"ქალბატონმა მერკელმა სავსებით ცხადად ისაუბრა ოკუპაციაზე, როგორც პრობლემაზე, ისე ტერმინოლოგიურად. კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია არის საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის ნაწილი. ის ამის დასადასტურებლად ხვალ გაემგზავრება ოკუპაციის ხაზზე. საუბარში ასევე ნათლად დაფიქსირდა ის პოზიცია, რომ ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე მიუღებელია ის, რაც მოხდა 10 წლის წინ და, რომ გერმანია ამას არასდროს შეეგუება,“ - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
პრემიერ მამუკა ბახტაძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კი ანგელა მერკელმა სიტყვა „ოკუპაცია“ არცერთხელ არ ახსენა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას "უსამართლობა" უწოდა.