19 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
მერკელმა აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს ის უსამართლობა და უკანონობა, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - დავით ზალკალიანი

ანგელა მერკელის პოლიტიკურ გზავნილებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება.

დავით ზალკალიანის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ანგელა მერკელმა მკაფიო პოზიცია გამოხატა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ საქართველოს პრობლემატიკაზე ის მუდმივად საუბრობს.

„ქალბატონი მერკელი იყო ძალიან მკაფიო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს ის უსამართლობა და უკანონობა, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან აღნიშნა, რომ მუდმივად ახსოვთ საქართველო და, რომ ის მუდმივად საუბრობს საქართველოს პრობლემატიკის შესახებ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ყველა ფორუმზე, მათ შორის, სხვა ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ხვალ საოკუპაციო ხაზს ეწვევა. ეს არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ გერმანია არ შეეგუება საქართველოს ოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოს ნატო-თან ყოვლისმომცველი პაკეტის, ასევე თავდაცვის, ინსტიტუციური განვითარების სკოლის სერიოზული მხარდამჭერია.

„ვთანხმდებით, რომ მაპი არის მხოლოდ პოლიტიკური ბარიერი. ყველაფერი კეთდება, რომ ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და ამის აღიარება, როგორც გერმანიის, ასევე ყველა ნატო-ელი პარტნიორის მხრიდან არის და რომ აუცილებლად მოვა ის მომენტი, როცა საქართველო ნატო-ს წევრი გახდება,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები