„მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დასჭირდა ამას,“ - ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა პრეზიდენტთან შეხვედრისას გააკეთა.
ანგელა მერკელი მოხარულია, რომ ხედავს საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითრების გაუმჯობესების გზაზე.
გერმანიის კანცლერსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ანგელა მერკელი ახლა საზეიმო ვახშამს ესწრება.
„მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის განმავლობაში,“ - მიმართა გიორგი მარგველაშვილს ანგელა მერკელმა.