20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
დავსახეთ მიზნები, თუ როგორ უნდა დავუახლოოთ საქართველო უფრო მეტად ევროკავშირს - ბახტაძე მერკელის ვიზიტს აფასებს

ანგელა მერკელი თბილისიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააცილა და მედიასთან შემაჯამებელი განცხადებაც გააკეთა.

მამუკა ბახტაძე ამ ვიზიტს "ისტორიულს" უწოდებს და აცხადებს, რომ როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის გარდაუვალია.

პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერის მიერ საოკუპაციო ზოლის მონახულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე, რომელიც შეეხება რუსეთის აგრესიას, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, იძულებით გადაადგილებულ პირებს ამ ტერიტორიებიდან და მართლაც რომ იმ კატასტროფულ, ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ აგრესიას. განვიხილეთ, როგორც ორმხრივი თანამშრომლობა, ასევე საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან და ნატოსთან. გერმანია არის ჩვენი ერთგული მხარდამჭერი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ევროკავშირთან, ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ დავსახეთ მიზნები, თუ როგორ უნდა განვამტკიცოთ ეს თანამშრომლობა, როგორ უნდა დავუახლოოთ საქართველო უფრო მეტად ევროკავშირს. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე - "საგზაო რუკაზე", რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტ დაახლოებას ითვალისწინებს ევროკავშირთან და ამავე დროს ვმუშაობთ იმ ამოცანებზე, რომელიც უნდა დავსახოთ ნატოსთან ინტეგრაცია რომ დაჩქარდეს. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენს ახალ პოლიტიკაში, რომელიც გულისხმობს ინკლუზიური ეკონომიკის მიღწევას, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას, სასტარტო კაპიტალის რეფორმას და ბევრ სხვა ინიციატივას.

„ამასთან ერთად, ვისაუბრეთ რეგიონალურ თანამშრომლობაზე, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გულისხმობს ენერგოუსაფრთხოებას, დამატებითი რესურსების მიწოდებას ევროკავშირის ბაზარზე და აქ საქართველოს აქვს თავისი უნიკალური როლი. ამასთანავე, ვისაუბრეთ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

 

 

დღის ამბები