გამგზავრებამდე გერმანიის კანცლერი პირადად გაეცნო საოკუპაციო ზოლის გასწვრივ არსებულ ვითრებას.
ანგელა მერკელმა სოფელ ოძისთან ოკუპენატების მიერ 2008 წლის ომის შემდეგ გავლებული ე.წ. საზღვარი დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასაც.
ამის შემდეგ კი გერმანიის კანცლერმა ე.წ. საზღვართან მოწყობილი ბლოკპოსტიც მოინახულა და საკუთარი სურვილით, უკვე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.
ოძისი ანგელა მერკელმა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარები აღარ გაუკეთებია.