20 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
დასმულ კითხვაზე სწორედ ის პასუხი მივიღეთ, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის და რაზეც უნდა მუშაობდეს მთავრობა - გიგა ბოკერია ​

ოკუპაციის შესახებ ანგელა მერკელის პირველ მკაფიო განცხადებას "საქართველოს ღია მხარდაჭერად" აფასებენ პარლამენტში. როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ამ გზავნილის მთავარი ადრესატი ვლადიმერ პუტინია.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ უკვე სტუდენტის დასმულ კითხვაზე და სხვათაშორის ეს სტუდენტი არის ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტიური წევრი და სერგი კაპანაძის თანაშემწე, ამ კარგად დასმულ კითხვაზე სწორედ ის პასუხი მივიღეთ, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის და რაზეც უნდა მუშაობდეს მთავრობა.

"ამას გარდა, ძალიან კონკრეტული შედეგი იყო ოპოზიციასთან შეხვედრის. კერძოდ, დათო ბაქრაძის მიერ დასმულ ორ კონკრეტულ საკითხზე. ერთი შეეხებოდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერას ამ სანქციას შეერთებოდა, ძალიან მკაფიო მზადყოფნა გამოთქვა ანგელა მერკელმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დაყრდნობით და მეორე საკითხი, ასევე ძალიან საკვანძო საკითხი, რაც დათო ბაქრაძის საარჩევნო პროგრამის მთავარი დაპირებაა, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ეს არის გაადვილება ლეგალური სამუშაო ადგილისა," - განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები