საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს, არაადექვატურს უწოდებს.
„თავიდან არ იცოდა პრეზიდენტმა როდესაც დააანონსა კონსულტაციები, რომ არაადექვატურია დღევანდელი გადაწყვეტილება და რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მისი საპრეზიდენტო ვადა, გადაწყვეტილებების კომენტირება მით უფრო ჭირს, რადგან არაადექვატური ხდება,
„მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს და ცდილობს ეს გადმოგვაბრალოს ჩვენ. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო რეალური კონსულტაციები , ან წარმოედგინა, რომელიმე თავის თანამშრომელი და შეეფუთა ეს დემოკრატიად“- აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, "იმ სიტუაციაში, როცა ქართული ოცნება უარს აცხადებდა კონსულტაციებზე, კანდიდატის დასახელება იქნებოდა კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტირებული".